×
მამაკაცი
ქალი
ბავშვი
აღჭურვილობა
  • The North Face - ის შესახებ 
    The North Face - ის ლოგო
    მე ვარ ლოგოებისა და ბრენდების დიდი გულშემატკივარი, რომელთაც დაფარული და შთამაგონებელი მნიშვნელობა აქვთ. ერთ-ერთი სწორედ The North Face - ის ლოგო გახლავთ. ეს არის კარგად ცნობილი ჩრდილოეთ ამერიკის ბრენდი, რომელიც 1966 წელს დაარსდა სან ფრანცისკოში. Douglas Thompkins - მა და მისმა მეუღლემ, Susie - მ, წამოიწყეს ბიზნესი, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იყო სპორტულ აღჭურვილობებსა და აქსესუარებზე. ეს კომპანია ორი წლის შემდეგ შეიძინა Ken “Hap’ Klopp - მა. Photo: Suki Hill ბრენდი შექმნილია აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის. ძირითადი სეგმენტი კი არის ალპინისტები, მოთხილამურეები, სნოუბორდისტები და ყველანაირი ტიპის ათლეტები. გარდა ამისა, იგი ორიენტირებულია სხვა უამრავ ადამიანზე, რომელთაც იზიდავთ აქტიური ცხოვრების წესი. The North Face აწარმოებს ტანსაცმელს, ფეხსაცმელებს, კარვებს, ზურგჩანთებსა და საძილეებს. ლოგოს უკან მარტივი და დინამიკური ბრენდის ისტორია იმალება. როგორც წესი, ეს არის შემთხვევა, როდესაც ვიღაც ამ ბრენდის განვითარებას ცდილობს. ზოგადი აზრი არის იმ იდეის, კონცეფციისა ან შთაგონების გამოყენება, რომელიც მოდის თავად ამ იდეიდან. სახელი, ადგილი, ღონისძიება და პერსონალური გამოცდილება - ყოველი მათგანი ქმნის შთაგონების გასაოცარ წყაროს.   ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ The North Face ლოგოს ბექგრაუნდით. ის ამ ყველაფრის გაერთიანებით ქმნის ჰარმონიას და აღძრავს გარკვეულ ემოციებს. როდესაც ყიდულობ ტანსაცმელს და აქსესუარს, ყიდულობ ბრენდის ისტორიას. The North Face - ის სახელის მიღმაც საინტერესო ისტორია იმალება. ეს სახელი, ფაქტობრივად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მთათა ჩრდილოეთით არის მოხსენიებული. ალპინისტებმა კარგად იციან, რომ ყველაზე ცივი, მწვავე და მთის რთული მარშრუტი სწორედ ჩრდილოეთის სახეა. ამის გათვალისწინებით, პროდუქტის სახელი მიუთითებს გამძლეობაზე, გამოწვევაზე, მოთმინებაზე. თვითონ ლოგოც დაკავშირებულია გარემოსთან. წრის მეოთხედი, რომელიც მოიცავს კიდევ 2 ხაზს, მის შიგნით სიმბოლურია (სამი ხაზი ჯამში). ეს სიმბოლო ერთგვარი პატივისცემის გამოხატულებაა ცნობილი გრანიტეს “Half Dome”, რომელიც ამერიკის ნაციონალურ პარკშია. ლოგო შეიქმნა 1971 წელს კალიფორნიაში გრაფიკული დიზაინერის, David Alcorn - ის, მიერ. The North Face ლოგოს ფერებსაც აქვს თავისი დატვირთვა. წითელი ფერი ვნების, გემბედაობის სიმბოლოა, ეს გაერთიანებულია შავ ფერში, რომელიც უზარმაზარს, ელეგანტურსა და დომინანტურს აღნიშნავს. The North Face - ის ლოგო უმეტესად არის სამაგალითო, რათა ხაზი გაუსვას არაჩვეულებრივ სხვაობებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბრენდი მთელს მსფოლიოში. ზუსტად რა აქცევს ლოგოს ასე ძლიერად? უპირველეს ყოვლისა, მისი სიმარტივე. უმეტესად ყველაზე ძლიერი ლოგო ან ბრენდინგი სწორედ იმიტომ არის ძლიერი, რომ არ არის გართულებული. ლოგო, რომელიც მარტივი აღსაქმელია, დასამახსოვრებელია, უფრო მეტი სიცოცხლის ხანგრძლივობით ხასიათდება. შრიფტის არჩევანის შესწავლისას, ნათელი ხდება დიზაინერის განზრახვა, რომ დაეტოვებინა გაბედულობის განცდა („ჩრდილოეთის სახე“) თქვენს გონებაში. გამოყენებულია Helvetica Bold - ის შრიფტი, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია, როგორც უბრალო, მარტივი, ვინაიდან ის არ არის ლამაზი და სუსტი ვიზუალით გამოირჩევა.

    სტატიის ავტორი:

    2019-05-13

    მეტის ნახვა