×
მამაკაცი
ქალი
ბავშვი
აღჭურვილობა
  • მიწოდების პირობები

     1. მაღაზიის მიტანის სერვისი

    თბილისი 5 ლარი – ნივთი ჩაგბარდებათ თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე (თქვენ ან ნებისმიერ სრულწლოვან პირს), შეძენიდან  მაქსიმუმ მეორე სამუშაო დღეს. 

    500 ლარის და მეტი ღირებულების შენაძენის შემთხვევაში საკურიერო მომსახურება უფასოა.

    პროდუქტის ოფისიდან გატანა არის უფასო.

    ნებისმიერი შეძენილი ნივთის დაბრუნება და თანხის ანაზღაურება შესაძლებელია მხოლოდ წუნდებული პროდუქტის შემთხვევაში.ყველა ნივთი შემოწმდება დაბრუნებისას. შემოწმების შემდეგ, ნივთები, რომლებიც არ დაექვემდებარება დაბრუნებას (მაგ: თუ წარმოდგენილი არ არის ქვითარი, ნივთი გამოყენებულია და სხვა შემთხვევებში) ნივთის დაბრუნების ან გადაცვლის მიზნით „The North Face“ იტოვებს უფლებას არ აანაზღაუროს თანხა ან არ მოახდინოს გადაცვლა.

    ნივთების გადაცვლა შესაძლებელია ზომაში ან სხვა ფერში მხოლოდ სამი დღის ვადაში. ფასდაკლების პერიოდში შეძენილი ფალდაკლებული ნივთები არ ექვემდებარება თანხის დაბრუნებას.

    გადაცვლის, დაბრუნების და თანხის დაბრუნების დროს გათვალისწინებულია მხოლოდ შეძენის დროს არსებული ფასი.

     2. საქართველოს ფოსტა.

    რეგიონები: ნივთი ჩაგბარდებათ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე (თქვენ ან ნებისმიერ სრულწლოვან პირს), თუ  მისამართზე მისულ კურიერს არ დახვდება სრულწლოვანი პირი მაშინ ნივთი გადაიგზავნება ქალაქის ფოსტაში (თქვენს მიერ მითითებულ  მისამართთან ყველაზე ახლო მდებარე ფილიალში),  აღნიშნულის შესახებ მიიღებთ შეტყობინებას, ამის შემდეგ ხუთი სამუშაო დღის  განმავლობაში შეგიძლიათ მიბრძანდეთ ფოსტაში და აიღოთ ნივთი, თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხუთი  სამუშაო დღის შემდეგ ნივთი უკან დაბრუნდება. მიწოდების საფასურს დაითვლის პროგრამა ნივთის (ნივთების) წონის მიხედვით,  მისამართის მითითების შემდეგ.

     მიწოდების ვადები:

    სტანდარტული: 2 - 6 სამუშაო დღე.

    ექსპრეს მიტანა: 1 - 4 სამუშაო დღე.

     მიწოდების ფასები:

    სტანდარტული: 5 კილომდე 4,50 ლარი, ყოველი მომდევნო კილო +1 ლარი. 

    ექსპრეს მიტანა: 5 კილომდე 6 ლარი, ყოველი მომდევნო კილო +1,5 ლარი.

     საზღვარგარეთი: 

    გზავნილის ჩაბარება მყიდველისათვის ხორციელდება მის მისამართზე ერთჯერადი ვიზიტის განხორციელების გზით, ან დანიშნულების ქვეყნის საფოსტო სერვისცენტრში. გზავნილი ბარდება უშუალოდ მყიდველს ან დანიშნულების ქვეყნის საფოსტო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ პირთა წრეს.

    გზავნილის მყიდველისთვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ის დანიშნულების ქვეყნის საფოსტო სერვისცენტრში ინახება 30 დღე, რის შემდეგაც ბრუნდება უკან გამყიდველთან.

     მიწოდების ვადები:

    გზავნილის ტრანსპორტირებისა და მყიდველისთვის ჩაბარების ვადებია - 7-21 სამუშაო დღე.

    მიწოდების ფასები საზღვარგარეთ:

    მცირე პაკეტი "ნახეთ აქ" (ფასები მოცემულია ლარში)

    ამანათი "ნახეთ აქ" (ფასები მოცემულია ლარში)

    გისურვებთ წარმატებას !